Aa
Aa

"არსენალი" "რეალთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით ლონდონის „არსენალი“ „რეალის“ გარემარბ ლუკას ვასკესს უმიზნებს.

„მეთოფეების“ თავკაცი, უნაი ემერი ვასკესის მიმართ სიმპათიებითაა განწყობილი და თვლის, რომ მისი შეძენა ლონდონურ კლუბს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

AS-ის ცნობით „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვება თავად ფეხბურთელსაც სურს. ვასკესს ევრო 2020-ზე ასპარეზობა უნდა და მიაჩნია, რომ  მიზნის მისაღწევად რეგულარული სათამაშო პრაქტიკაა აუცილებელი.

„მეთოფეებმა“ „რეალს“ ვასკესის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ დაუწყიათ.

28 წლის ესპანელს სხვა კლუბებიც ეპატიჟებიან, თუმცა სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში ლუკასი არჩევანს სავარაუდოდ „არსენალზე“ შეაჩერებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები