გუტის კიდევ ერთი სატირა
Aa
Aa

გუტის კიდევ ერთი სატირა "ბარსელონას" მიმართ!

მადრიდის "რეალის" ყოფილი ნახევარმცველი გუტი, "ბარსელონასადმი" მკვახე გამონათქვამებით ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ვეტერანი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში ძალიან გააქტიურდა. 

მოგეხსენებათ, გუშინ "ბარსამ" მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა და "ნოუ კამპზე" "ვალენსიასთან" 1:2 წააგო, რითაც რამდენიმე ტურის წინ თითქოს უეჭველი ჩემპიონობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გუტიმ კი ამასთან დაკავშირებით twitter-ზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"ახლა კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდს თავისი სანაქებო ლიდერითურთ ღრმად ძინავს. ასეთი თამაში უბრალოდ სამარცხვინოა". - ამ პოსტს 39 წლის გუტიმ უამრავი სიცილის "სმაილი" დაურთო.

ამ ეტაპზე ასე დასცინის გუტი "ბლაუგრანას", თუმცა კატალონიელები თუ დროზე არ მოეგნენ გონს დაცინვა სეზონის ბოლოს ნახეთ, მაშინ ხომ გუტიერესს საერთოდ ვეღარავინ გააჩერებს... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები