კანსელოს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა
Aa
Aa

კანსელოს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ ჟოაო კანსელოს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. 25 წლის პორტუგალიელის საკუთარ რიგებში ხილვით „ბარსელონაა“ დაინტერესებული.

კატალონიელები კანსელოს ნელსონ სემედუს შემცვლელად მოიაზრებენ. ამ უკანასკნელის შეძენა „ატლეტიკოს“ სურს და ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ მადრიდელები მზად არიან სოლიდური თანხები გაიღონ.

Sport-ის ინფორმაციით სემედუს გაყიდვის შემთხვევაში, „ბარსელონა“ დაცვის გაძლიერებაზე კონცენტრირდება და კანსელოს შესაძენად ყველაფერს გააკეთებს.

როგორც მოგეხსენებათ „ბიანკონერის“ ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვა „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნსაც“ სურთ. პეპ გუარდიოლა 25 წლის პორტუგალიელის დიდი გულშემატკივარია, თუმცა „ქალაქელები“ მიიჩნევენ, რომ „იუვე“ კანსელოს სანაცვლოდ ძალიან ბევრს ითხოვს.

რაც შეეხება „ბაიერნს“, გერმანული გრანდი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და იტალიური პრესის მიხედვით მიზანთან ძალიან ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები