Aa
Aa

"ბაიერნი" "ესპანიოლის" ფეხბურთელს უმიზნებს?

მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესის სფეროში „ესპანიოლის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი, მარკ როკა მოექცა. „რეკორდმაისტერი“ დიდი ხნის განმავლობაში როდრის გადაბირებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ამ უკანასკნელმა კარიერის „სიტიში“ გაგრძელება აირჩია და გერმანული გრანდი იძულებული გახდა ალტერნატიული ვარიანტები მოეძებნა.

AS-ისა და Kicker-ის ინფორმაციით ნიკო კოვაჩს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და როკას ტრანსფერს მიესალმება.

22 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა. წესითა და რიგით ეს „ბაიერნისთვის“ გადაულახავ დაბრკოლებად არ უნდა იქცეს. რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, როკა „ესპანიოლში“ თავს მშვენივრად გრძნობს და ესპანეთის დატოვების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები