Aa
Aa

"რეალი" პოგბასთვის იბრძვის! ახალი შეთავაზება "მანჩესტერს"?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას გადასაბირებლად დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. 26 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა მადრიდის „რეალსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ სურთ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ.

გუშინ უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ „წითელ ეშმაკებს“ პოგბასა და დიბალას გაცვლა შესთავაზა. დღეს კი ბრიტანული გამოცემა, Express იუწყება, რომ „სამეფო კლუბი“ გეგმავს „იუნაიტედს“ მეგა-წინადადებით მიმართოს.

მადრიდელები აპირებენ პოგბას სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადონ და „მანჩესტერს“ ტონი კროოსი და გარეტ ბეილი დაუთმონ.

აღსანიშნავია, რომ Marca-ს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდო ინდას განცხადებით პოგბას ტრანსფერი მომდევნო კვირაში გაოფიციალურდება და „იუვეს“ 26 წლის ნახევარმცველის დაბევების შანსი საერთოდ არ აქვს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები