Aa
Aa

"ბარსელონა" მზადაა უმტიტი გაყიდოს თუ...

კატალონიის „ბარსელონამ“ სამუელ უმტიტის გამოსასყიდი თანხა დაასახელა. „ბლაუგრანა“ მზადაა ფრანგ უკანახაზელს 60 მილიონი ევროს მიღების შემთხვევაში შეელიოს.

უმტიტი „ბარსას“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს, თუმცა „კამპ ნოუზე“ ფეხის მოკიდება ვერა და ვერ მოახერხა. 25 წლის ცენტრალურ მცველს შარშანდელ სეზონში ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და მხოლოდ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კატალონიელები ნეიმარისა და გრიზმანის ტრანსფერების გასაჩარხად საჭირო ფინანსების მოძიებაზე არიან ორიენტირებული და უმტიტის გასხვისება სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს. თანაც „ბლაუგრანას“ კლემენტ ლენგლეს სახით შესანიშნავი ცენტრალური მცველი ჰყავს და უმტიტის გაშვების შემთხვევაში ბევრი სანერვიულო არ ექნება.

25 წლის ფრანგით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული. უცხოური პრესა უმტიტის „არსენალს“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები