პარაძიუდოისტების წარმატებული გამოსვლა აშშ-ში
Aa
Aa

პარაძიუდოისტების წარმატებული გამოსვლა აშშ-ში

საქარათველოს პარაძიუდოს ნაკრები აშშ-ს ფორტ ვეინის გრანპრის გათამაშებიდან სამი მედლით ბრუნდება.

პარალიმპიური ჩემპიონი ზვიად გოგოჭური -100კგ.წონით კატეგორიაში ოქროს მფლობელი გახდა.

ქართველმა ფალავანმა ფინალში ბრიტანელი სკელ ქრისტოფერი დაამარცხა .

მედლისთვის ბრძოლამდე გოგჭურმა თურქ გოხან ბიცერსა და ბრაზილიელ ანტონიო ტენორიოს აჯობა.

ასევე ოქროს მფლობელი გახდა რევაზ ჩიკოიძეც,რომელმაც +100კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და  კორეელ მოწინააღმდეგეს გეუნ გვანგ ჩოის  სძლია.

პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი კი 66კგ.წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა ესპანელი სპორტსმენი ლუის დანიელ გავილან ლორენცო დაამარცხა.

აშშ-ში მიმდინარე გრანპრი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირია.

ცხელი ამბები