ძანეტიმ
Aa
Aa

ძანეტიმ "ბარსას" ლაუტაროსადმი ინტერესი უარყო

მილანის „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ძანეტიმ, ლაუტარო მარტინესის შესახებ ისაუბრა და პრესაში გავრცელებული ცნობა გამორიცხა.

არგენტინული Radio La Red-ი წერდა, რომ „ბარსელონა“ ლაუტაროს გამოსასყიდი თანხის, 112 მილიონი ევროს, გადახდას გეგმავდა და მას ლუის სუარესის შემცვლელად მოიაზრებდა. ძანეტის თქმით, ამ საკითხზე კლუბისთვის არავის მიუმართავს.

„ნერაძურის“ ლეგენდამ ასევე დაამატა, რომ მარტინესი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მან „შავ-ლურჯი“ მაისურით თამაში უნდა გააგრძელოს.

ლაუტარო მარტინესი „ინტერმა“ გასულ ზაფხულს, არგენტინული „რასინგიდან“ 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ახალგაზრდა ფორვარდმა თავის პირველ ევროპულ სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში 9 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები