Aa
Aa

"აიაქსმა" დე ლიხტის ფასი 87 მილიონ ევრომდე გაზარდა!

მატიის დე ლიხტის თაობაზე, ტურინის „იუვენტუსსა“ და ამსტერდამის „აიაქსს“ შორის მოლაპარაკებების ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. ამის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ჰოლანდიელებმა აზრი შეიცვალეს და თავიანთი კაპიტნის სანაცვლოდ უკვე 87 მილიონი ევროს მიღება სურთ.

ინფორმაციას ცნობილი ტურინული გამოცემა Tuttosport-ი ავრცელებს. წყაროს თქმით, „აიაქსმა“ „იუვეს“ 65 მილიონიან წინადადებაზე კატეგორიული უარი უთხრა, რის შემდეგაც ფეხბურთელზე დაწესებული ახალი ფასი გააცნო.

როგორც ცნობილია, მატიის დე ლიხტს „ბიანკონერისთან“ კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, შესაბამისად, კლუბებს შორის თანხაზე მოლაპარაკება დიდ პრობლემად არ უნდა იქცეს.

თუკი, „ვეკია სინიორა“ 87 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდება, დე ლიხტი თანამემამულე ვირჯილ ვან დიიკის რეკორდს გააუმჯობესებს და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები