Aa
Aa

"ბარსამ" ნეიმარს პსჟ-ს შეკრებაზე ჩასვლა ურჩია

ნეიმარის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნება კვლავ ევროპული პრესის მთავარი განხილვის საგანია. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ამჟამად სამშობლოში იმყოფება, თუმცა 8 ივლისს პსჟ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და მას პარიზში ელოდებიან.

თავდაპირველი ცნობებით, 27 წლის შემტევი პსჟ-სთან ერთად მოსამზადებელ ეტაპის გავლას არ აპირებდა, მას სურდა, რომ „ბარსაში“ ტრანსფერი შეკრების დაწყებამდე მოგვარებულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა.

თუკი ესპანურ პრესას დავუჯერებთ, „ბარსელონას“ წარმომადგენლებმა ნეიმარს 8 ივლისისთვის პარიზში ჩასვლა ურჩიეს, რათა მას კლუბთან ურთიერთობა არ დაეძაბოს, რაც, თავისთავად სატრანსფერო მოლაპარაკებებზეც უარყოფითად აისახება.

ფაქტია, რომ „ბარსასა“ და ნეიმარს თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვთ. პირენეული გამოცემების ვარაუდით, ბრაზილიელი პსჟ-ში დათქმულ დროს გამოცხადდება, პარალელურად კი მისი წარმომადგენლები ტრანსფერზე აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ.

აქვე ვთქვათ, რომ მადრიდული Marca ანტუან გრიზმანის „ბლაუგრანაში“ ტრანსფერის კვირის ბოლომდე გამოცხადებას ვარაუდობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები