თბილისის
Aa
Aa

თბილისის "დინამოს" მეტოქე ცნობილია

ევროპა ლიგის  საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მოწინააღმდეგე ანდორის "ენგორდანი" იქნება.

"ენგორდანმა" პირველ შესარჩევ ეტაპზე სან მარინოს "ფიორიტას" ორივე მატჩის ჯამში 3:0 სძლია და საქართველსო ყველაზე ტიტულოვან გუნდთან თამაშის უფლება მოიპოვა.

"დინამოსა" და "ენგორდანის" პირველი შეხვედრა 11 ივლისს თბილისში ჩატარდება, განმეორებითი კი 18 ივლისს .

"ენგორდანი" ეროვნულ ჩემპიონატში 27 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-4 ადგილზეა.

თბილისის "დინამო" კი ბოლო 7 მატჩი მოიგო და ეროვნულ ლიგაზე გალიდერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები