ხელბურთის ფედერაციის მორიგი ჯილდო
Aa
Aa

ხელბურთის ფედერაციის მორიგი ჯილდო

გეტებორგში  ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ხელბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ დაასახელეს ტოპ-ორგანიზატორად.

ამჯერად სპეციალური დიპლომი  ივნისში დასრულებული IHF ერთა ჩემპიონატის საუკეთესო ორგანიზაციულ დონეზე ჩატარებისთვის გადმოგვეცა. 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ფედერაციამ უმასპინძლა მსოფლიოსა და ევროპული ფედერაციების ეგიდით ჩატარებულ ათზე მეტ საერთაშორისო შეჯბრებას: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატს (2017), ევროპის ჩემპიონატებს (2016, 2018, მესამე ანალოგიური შეჯბრება 2019 წელს, აგვისტოში გაიმართება), IHF ერთა ჩემპიონატსა და 2 ტროფის (2019; 2016 ქალები; 2016 კაცები, ქუთაისი), ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს (2015, ჭაბუკები, გოგონები), ევროპის ჩემპიონატის ორ შესარჩევ ტურნირს (2015 გოგონები, ქუთაისი;  2016) და ყველა მათგანი უმაღლეს  საორგანზაციო დონეზე ჩატარდა.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციაა გეტებორგის კონგრესზე პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე წარმოადგენენ. მათ გამართეს სამუშაო შეხვედრები IHF პრეზიდენტ ჰასან მუსტაფასა და EHF პრეზიდენტ მიხაელ ვიდერერთან.

ცხელი ამბები