Aa
Aa

"ნაგოია ბაშო" იწყება! ტოჩინოშინის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია!

კვირას, 7 ივლისს ზაფხულის „ნაგოია ბაშო“ აიღებს სტარტს. ტრადიციულად ტურნირის დაწყებამდე ორი დღით ადრე სუმოს ოფიციალურმა საიტმა ორთაბრძოლების განრიგი გამოაქვეყნა.

ქართველი სეკიტორი, ტოჩინოშინი, რომელიც ოძეკის წოდებით იასპარეზებს გახსნით შეხვედრაში დასავლეთის მეორე მაეგაშირა ენდოს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელთან ლევანს უჭირს და 9 შერკინებიდან მხოლოდ 4 აქვს მოგებული. თანაც ბოლო ორი დაპირისპირება სწორედ ენდოს გამარჯვებით დასრულდა. ასე რომ ჩვენებურს „ნაგოია ბაშოს“ პირველ დღეს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

ტურნირის მეორე შეხვედრას გორგაძე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა შოდაის წინააღმდეგ გამართავს. ტოჩინოშინი იაპონელი მებრძოლის პირისპირ დოჰიოზე 13-ჯერ გავიდა და 6-ჯერ იმარჯვა.

ქართველ ოძეკის საწყის ორ შეხვედრაში უხერხული ოპონენტები ერგო,  თუმცა ლევანი ფავორიტი იქნება და იმედი ვიქონიოთ, რომ სასურველ შედეგს დააფიქსირებს.

აქვე დავძენთ, რომ "ნაგოია ბაშოზე" ლეგენდარული ჰაკუჰო დაბრუნდა, რომელიც პირველ დღეს „ნაცუ ბაშოს“ ტრიუმფატორ ასანოიამას შეერკინება.

ცხელი ამბები