Aa
Aa

"იუვე" დანებებას არ აპირებს და "მანჩესტერს" პოგბას სანაცვლოდ დიბალას სთავაზობს

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას ტრანსფერის გასაჩარხად ბრძოლას განაგრძობს. „ბებერი ქალბატონის“ მთავარი კონკურენტი მადრიდის „რეალია“ და „ბიანკონერის“ მმართველები „სამეფო კლუბის“ დასამარცხებლად მაქსიმუმის გაკეთებას გეგმავენ.

როგორც მოგეხსენებათ „ლოს ბლანკოსი“ თანახმაა პოგბას სანაცვლოდ გარეტ ბეილი დათმოს და გარკვეული თანხა გადაიხადოს. „იუვენტუსი“ კი ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს და „მანჩესტერს“ პაულო დიბალას სთავაზობს.

Marca-ს ინფორმაციით ტურინელები „წითელ ეშმაკებს“ უკვე დაუკავშირდნენ და დიბალასა და პოგბას გაცვლის წინადადებით მიმართეს. ესპანური გამოცემა ტრანსფერში ალექს სანდროსა და ბლეზ მატუიდის ჩართვასაც არ გამორიცხავს.

იტალიური პრესის ინფორმაციით პოგბა მადრიდზე წინ ტურინს აყენებს, თუმცა აუცილებელია ზინედინ ზიდანის ფაქტორს გავუსვათ ხაზი. ფრანგ სპეციალისტს თანამემამულესთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მისი გადაბირება დიდი ხანია უნდა.

„წითელ ეშმაკებს“ 26 წლის ნახევარმცველის გასხვისება არ სურთ, თუმცა დიდი ალბათობით ამ ზაფხულს პოგბასთან გამოთხოვება მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები