ბუფონი:
Aa
Aa

ბუფონი: "არც კაპიტნის სამკლაური მინდა და არც 1 ნომრიანი მაისური"

რამდენიმე საათის წინ ჯიჯი ბუფონი მშობლიურ "იუვენტუსს" ოფიციალურად დაუბრუნდა. ლეგენდარულმა იტალიელმა გოლკიპერმა გასული სეზონი "პსჟ-ს" რიგებში გაატარა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და "პარკ დე პრენსის" ბინადრებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

41 წლის ბუფონი მომდევნო სეზონში ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებს და როგორც თავად აცხადებს პრივილეგიებით სარგებლობა არ სურს.

"კიელინი მზად იყო ჩემთვის კაპიტნის სამკლაური მოეცა, შესნის კი სურდა 1 ნომრიანი მაისური დაეთმო, თუმცა ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ ყველას რაღაც წავართვა. არც კაპიტნის სამკლაური მინდა და არც 1 ნომრიანი მაისური. 77 ნომრიანი მაისურის გამოყენებას ვგეგმავ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბუფონი მიღებულ გადაწყვეტილებასაც შეეხო და აღნიშნა: "სახლში დაბრუნებით ძალიან გახარებული ვარ. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ახლა დავრწმუნდი, რომ ცხოვრება მშვენიერია და ოცნება ნამდვილად ღირს.

იუვეში იმიტომ დავბრუნდი, რომ ბებერი ქალბატონის შეთავაზებაზე უარის თქმა არ შემეძლო. უკან იმიტომ დავბრუნდი, რომ ტურინი ჩემი სახლია"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები