marca: ზიდანი
Aa
Aa

marca: ზიდანი "ხეტაფესთან" როტაციას მიმართავს!

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი "ხეტაფესთან" ჩემპიონატის შეხვედრაში მცირე როტაციას გეგვავს, ამის შესახებ ინფორმაციას მადრიდული marca ავრცელებს. 

გამოცემის ვარაუდით, დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ან ლუკა მოდრიჩი, ანაც ტონი კროოსი არ მიიღებს. შეტევის ხაზში კი ზიდანი ბენზემა-ბეილის დუეტიდან ერთ-ერთს დაასვენებს. მათ ნაცვლად marca ძირითადში ხესე როდრიგესს მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ხეტაფესა" და "რეალის" მადრიდული დერბი, რომელიც "ალფონსო პერესის" სახელობის სტადიონზე გაიმართება, თბილისის დროით 18 საათზე აიღებს სტარტს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები