ოფიციალურად! ერერა
Aa
Aa

ოფიციალურად! ერერა "პსჟ-ს" ფეხბურთელია

"პარი სენ-ჟერმენმა" 29 წლის ესპანელი ფეხბურთელის, ანდერ ერერას გაფორმება დაადასტურა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და "პარკ დე პრენსის" ბინადრებთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ ერერამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და "პსჟ-ში" გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთში ნომერ პირველი კლუბია, რომელიც პროგრესის გზაზე დგას და ყოველწიურად ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძვის.

პარიზში ჩამოსვლას და "პსჟ-ს" მაისურის მორგებას მოუთმენლად ველოდი. იმედი მაქვს კლუბთან ერთად ისტორიის დაწერას გავაგრძელებ.

პსჟ-ში გადასვლა საოცარი შეგრძნებაა. პარიზი სიგიჟემდე მიყვარს. ეს ქალაქი მსოფლიოში ყველაზე ლამაზია.

სამ რამეს გპირდებით: თავდაუზოგავ შრომას, პროფესიონალიზმს და ენთუზიაზმს. ასევე გპირდებით, რომ ფრანგულ ენას უკეთ შევიწავლი".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები