მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "ნადალს შეეძლო ფანტასტიკური ფეხბურთელი გამხდარიყო"

მადრიდის "რეალისა" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილ თავკაც ჟოზე მოურინიოს სჯერა, რომ რაფაელ ნადალს შეეძლო საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი გამხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ რაფა დიდი სლემის თვრამეტგზის გამარჯვებულია და ბოლო პერიოდში მიღებული ტრავმების მიუხედავად, 2019 წლის "როლან გაროსზე" წარმატებას მაინც მიაღწია.

ესპანელი ამჟამად "უიმბლდონის" მოსაგებად იბრძვის. 1/32 ფინალში ნადალი კირიოსს დაუპირისპირდა და ამ შეხვედრას მოურინიო დაესწრო. მატჩზე მისულმა ჟოზემ დრო ჟურნალისტებისთვისაც გამონახა და BBC-სთან საუბრისას საინტერესო კომენტარი გააკეთა: "რაფა საოცარი ჩოგბურთელია. ნადალს შეეძლო ფანტასტიკური ფეხბურთელი გამხდარიყო, მაგრამ ძალიან მიხარია ასე რომ არ მოხდა.

1996 წელს ბარსელონაში ნადალის ბიძა გვყავდა და ვიცი, რომ რაფას ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად გამოსდის.

ნადალს შეეძლო ფიზიკური მონაცემების, მენტალიტეტის და საჭირო უნარების დახმარებით წარმატებული ფეხბურთელი გამხდარიყო, მაგრამ დიდი მადლობა მას, რომ ჩოგბურთი აირჩია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები