მარსელოს
Aa
Aa

მარსელოს "რეალის" დატოვება სურს

ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა, მარსელომ მადრიდის "რეალის" დატოვება გადაწყვიტა. 31 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებმა თავიანთი კლიენტის პოზიცია კლუბს უკვე ამცნეს.

კატალონიურ გამოცემა Sport-ის ინფორმაციით მარსელოს რამდენიმე შეთავაზება აქვს და მისი საკუთარ რიგებში ხილვით "პსჟ", "არსენალი", "მილანი" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებული.

Sport-ის თანახმად მარსელოს აგენტები ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა მათ კლიენტს პრობლემები არ შეექმნას და სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვება რაც შეიძლება სწრაფად მოახერხოს.

გასულ სეზონში მარსელო "რეალის" ქომაგების კრიტიკის ობიექტი რამდენჯერმე გახდა. ბრაზილიელს სანტიაგო სოლარისთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და ეს უკანასკნელი მას ძირითადად სათადარიგო სკამზე ტოვებდა ხოლმე.

მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზიდანის დანიშვნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, თუმცა 31 წლის უკანახაზელი ამჯერად კლუბის სატრანსფერო პოლიტიკამ გაანაწყენა. მარსელო თვლის, რომ ფერლან მენდის ტრანსფერის გამო, კვლავ ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩება და ნავსაყუდელის გამოცვლა სწორედ ამიტომ სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები