Aa
Aa

"ელ კლასიკო" და სხვა - ლა ლიგის 2019-2020 წლების კალენდარი ცნობილია

დღეს ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ახალი სეზონის კალენდარი გამოქვეყნა. ასევე ცნობილი გახდა ორივე "ელ კლასიკოს" გამართვის თარიღი.

ლა ლიგის 2019-2020 წლების გათამაშება სტარტს ოფიციალურად 18 აგვისტოს აიღებს. პირველ ტურში "ბარსელონა" და "რეალი" თავიანთ შეხვედრებს სტუმრად გამართავენ.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი "ბილბაოს" ესტუმრება, ხოლო ზინედინ ზიდანის განახლებული "რეალი" ვიგოში "სელტას" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება "ელ კლასიკოებს". პირველი მატჩი "კამპ ნოუზე" მე-10 ტურში 27 ოქტომბერს გაიმართება. საპასუხო სპექტაკლი კი 26-ე ტურში 1 მარტს "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგება. შეხვედრების დაწყების დრო ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 11 წელია ლა ლიგაში "ბარსელონა" დომინირებს. კატალონიელებმა ჩემპიონატის მოგება 8-ჯერ შეძლეს.

ლა ლიგის ეგიდით, ბოლო 2 სეზონში გუნდმა ვალვერდეს ხელში მხოლოდ 4 შეხვედრა წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები