ზიდანმა კენჭისყრის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა...
Aa
Aa

ზიდანმა კენჭისყრის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა...

მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ეტაპის კენჭისყრა შეაფასა.

"ეს ნახევარფინალია, ერთი ნაბიჯი ფინალამდე, აქ კი სუსტი და სასურველი მეტოქე არ არსებობს. ორივე მატჩი ძალიან რთული იქნება".

"1/4 ფინალში ნაჩვენები თამაში ჩვენი მაქსიმუმი არაა, აუცილებელია ორრაუნდიან დაპირისპირებას კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. ვიცი, რომ ბიჭებს მომატება შეუძლიათ, ამიტომაც მე მათგან მხოლოდ საუკეთესო თამაშსა და ბოლომდე დახარჯვას ვითხოვ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ მეტოქესთან, როგორიც "სიტია", წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება". - "ზიზუს" ამ კომენტარს მადრიდული marca აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბი" პირველ შეხვედრას 26 აპრილს მანჩესტერში ითამაშებს, 1 კვირის შემდეგ კი, 4 მაისს "ქალაქელებს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუხვდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები