ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაზე? უეფას ახალი ინიციატივა?
Aa
Aa

ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაზე? უეფას ახალი ინიციატივა?

უეფა ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც შედარებით პატარა კლუბების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში გეგმავენ, რომ გუნდებს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავლენ, მომდევნო სეზონში ტურნირზე თამაში გარანტირებული ჰქონდეთ.

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინიმ Times-სთან დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა: „გვინდა ისეთი გუნდები დავიცვათ, როგორიც წლევანდელი აიაქსი და ადრინდელი მონაკო და ლესტერი იყვნენ.

წლეულს აიაქსმა ნახევარფინალში იასპარეზა, თუმცა ახლა იძულებულია ყველა ფეხბურთელი გაყიდოს, რადგან არ იცის მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს თუ არა.

არ მგონია, რომ აქცენტი ბევრ კლუბზე უნდა გაკეთდეს, მაგრამ ვთვლი, რომ რამდენიმე მათგანს დაცვა ნამდვილად სჭირდება.

ერთ-ერთი იდეა ასეთია - გუნდებს, რომლებიც კონკრეტულ ეტაპზე გავლენ, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გარანტირებული ჰქონდეთ.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.  11 სექტემბერს შეხვედრაა ჩანიშნული და ამ საკითხის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებთ“.

უეფას ინიციატივა ნამდვილად მისასალმებელია. პატარა კლუბისთვის ორ ფრონტზე ბრძოლა ძალიან რთულია, თანაც თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევას შეძლებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები