როდრი
Aa
Aa

როდრი "სიტის" 62.5 მილიონ ფუნტად შეუერთდება

„მანჩესტერ სიტიმ“ და მადრიდის „ატლეტიკომ“ როდრი ერნანდესის ტრანსფერის თაობაზე მოილაპარაკეს. ინგლისელები ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას, 62.5 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

პეპ გუარდიოლას როდრი 34 წლის ფერნანდინიოს შემცვლელად სურს, თავად „ატლეტიკომ“ კი მის მაგივრად „პორტუდან“ ექტორ ერერა დაიმატა.

23 წლის როდრი „ათლეტებმა“ გასულ ზაფხულს „ვილიარეალიდან“ შეიძინეს და მის სანაცვლოდ 21.5 მილიონი ფუნტი გაიღეს.

„სიტიმ“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა, გუნდმა პსვ-დან ესპანელი მარცხენა მცველი ანხელინო 5.3 მილიონ ფუნტის სანაცვლოდ დაიბრუნა და მასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები