შაკირა პიკესგან მესამე შვილს ელოდება!
Aa
Aa

შაკირა პიკესგან მესამე შვილს ელოდება!

მექსიკური და სხვადასხვა სამხრეთ ამერიკული გამოცემების ცნობით, სუპერპოპულარული კოლუმბიელი მომღერალი შაკირა, თავისი ფეხბურთელი მეუღლის, ხერარდ პიკესგან მესამე შვილს ელოდება. ამ შინაარსის სტატიას ესპანური AS აქვეყნებს. 

აღნიშნული საინფორმაციო სააგენტოები წყაროდ წყვილის ერთ-ერთ მეგობარს ასახელებენ. მათი თქმით, 39 წლის შაკირა რამდენიმე კვირის ფეხმძიმეა და ეს მომღერალს უკვე ეტყობა. 

შეგახსენებთ, რომ პიკესა და შაკირას ამჟამად 2 შვილი, მილანი და საშა ჰყავთ. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები