ლუკაკუს აგენტი
Aa
Aa

ლუკაკუს აგენტი "ინტერის" წარმომადგენლებს შეხვდა

რომელუ ლუკაკუს აგენტი მილანის „ინტერის“ ოფისს კიდევ ერთხელ ესტუმრა და „ნერაძურის“ წარმომადგენლებთან ერთად შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე იმსჯელა.

ფეხბურთელს „ჯუზეპე მეაცაზე“ გადასვლა სურს, თუმცა მისი ამჟამინდელი კლუბი და „ინტერი“ ტრანსფერის ფორმაზე ვერ თანხმდებიან. „იუნაიტედს“ პირდაპირ 70 მილიონი ევროს მიღება უნდა, „შავ-წითლები“ კი ბელგიელის იჯარით აყვანასა და შემდეგ გამოსყიდვაზე ფიქრობენ.

ინგლისელებმა „ინტერის“ მიერ შეთავაზებული რამდენიმე წინადადება დაბლოკეს და ლუკაკუს იჯარით გაშვებას გამორიცხავენ. 26 წლის ფორვარდს მსურველები არ აკლია და მისი გასხვისება დიდ პრობლემად არ უნდა იქცეს.

თავად ლუკაკუს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენის პერსპექტივა არც მას ხიბლავს, შესაბამისად, ტრანსფერი ორივე მხარის ინტერესებშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები