იკარდის აგენტი პარატიჩს იბიცაზე შეხვდება - არგენტინელი
Aa
Aa

იკარდის აგენტი პარატიჩს იბიცაზე შეხვდება - არგენტინელი "იუვეს" უახლოვდება

მაურო იკარდის ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. Gazzetta dello Sport-ის, Corriere di Torino-ს, Sport Mediaset-ისა და Rai Sport-ის ერთობლივი ცნობებით, „იუვე“ ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და იკარდის აგენტთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს.

Sky Sport Italia წერს, რომ „ბიანკონერის“ სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, უახლოეს დღეებში ვანდა ნარას იბიცაზე შეხვდება და პოტენციური ტრანსფერის მნიშვნელოვან დეტალებზე დაელაპარაკება.

საგულისხმოა, რომ თავად იკარდიმ „ინტერს“ ყველა სხვა კლუბის შეთავაზების განხილვაზე უარი უთხრა და მხოლოდ „იუვეში“ გადასვლის სურვილი გამოთქვამს.

„ბებერი ქალბატონი“ მარიო მანჯუკიჩისა და გონსალო იგუაინის გაყიდვას გეგმავს, ხორვატს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ აკავშირებენ, არგენტინელის გადაბირებით კი ყველაზე მეტად „რომა“ ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები