ელ შაარავი ჩინეთში გადასვლას აქტიურად განიხილავს
Aa
Aa

ელ შაარავი ჩინეთში გადასვლას აქტიურად განიხილავს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, სტეფან ელ შაარავიმ აზრი შეიცვალა და ჩინური „შანხაი შენხუას“ წინადადებას კიდევ ერთხელ განიხილავს.

„პატარა ფარაონი“ აქამდე ფიქრობდა, რომ ადრეულ ასაკში ჩინეთში არ წავიდოდა, თუმცა ახლა უკვე საკმაოდ დიდი შანსია, რომ იგი შანხაელთა შეთავაზებას დათანხმდეს.

როგორც ცნობილია, აზიელები ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტის სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება.

ელ შაარავის „რომასთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უსრულდება, ამიტომ თავად „ჯალოროსისთვისაც“ 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთავაზებული 20 მილიონი ევრო მისაღები ვარიანტი უნდა იყოს.

სტეფან ელ შაარავი გასულ სეზონში „გლადიატორთა“ საუკეთესო ბომბარდირი იყო, მან მეტოქეთა კარში 11 გოლი გაიტანა, რასაც 7 საგოლე გადაცემაც მიამატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები