ნათია თურნავა -
Aa
Aa

ნათია თურნავა - "საეჭვო პირების შუამავლობა არ გვჭირდება"

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

ფანები ტურიზმის ცენტში მივიდნენ, სადაც, თურნავა ქუთაისში მოქმედი საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებს ხვდებოდა.

გულშემატკივრება თავად მოითხვეს მინისტრთან შეხვედრაშეხვედრა დაახლოებით ათი წუთს გაგრძელდა.

გულშემატკივრებთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინელი ინვესტორის ულტიმატუმთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რომ კლუბის მეპატრონემ დაპირებები უნდა შეასრულოს.

"
მოვისმინეთ, რომ არის პრობლემები. გავერკვიეთ, კლუბში ვინ რა დაპირება გასცა. ერთად გავარკვიეთ ისიც, რომ აქ მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო არ მონაწილეობს, არაფერ შუაშია და არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული. დავუშვათ, კერძო პირისა და კერძო კომპანიის დაპირება იყო, რაც კიდევ გასარკვევია. იმედი მაქვს, თუ ვინმე რამეს ჰპირდება, პასუხისმგებლიანად მიუდგება და შეასრულებს. ჩვენ ყველა ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და საკითხს პასუხისმგებლიანად ვუდგებით. რაც შეეხება "ჰუალინგს", ეს ინფორმაცია არასწორია. ჩვენ ინსვეტორებს შემოვლითი გზებით არ ვეკონტაქტებით. ამ ნაწილში სხვადასხვა პირის, მათ შორის, საეჭვო პირების შუამავლობა არ გვჭირდება". - განაცხადა თურნავამ 

რა ხდება კლუბში და როგორ აპირებს მისი მეპატრონე ზაალ ჩაჩავა პრობლემების მოგვარებას, უცნობია

რა ბედი ელის დაშლის პირას მყოფ კლუბს, ამაზე პასუხი არც ქუთაისის მერიაში აქვთ.

აღსანიშნავია , რომ კლუბი უკვე 9 ფეხბურთელმა დატოვა.

ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე "ტორპედო" ყაზახურ "ორდობასს" დაუპირისპრიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები