Aa
Aa

ლუის საამ პოგბა გააკრიტიკა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუის საამ, პოლ პოგბა გააკრიტიკა. 26 წლის ფრანგ ნახევარმცველს „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლა უნდა და საკუთარი სურვილის შესახებ საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა.

საა თანამემამულეს სწორედ ამის გამო დაუპირისპირდა. ლუისი თვლის, რომ პოგბამ თავისი ქმედებებით „მანჩესტერსა“ და ოლე გუნარ სულშერს პრობლემები შეუქმნა.

„პოგბას ფრაზებმა გამაღიზიანა, მაგრამ რას იზამ?! მიჭირს გავაანალიზო ფეხბურთელები ასე რატომ იქცევიან. გასაგებია, რომ გუნდის დატოვება გინდა, მაგრამ ჩემი აზრით ასეთი განცხადებების გაკეთება საჭირო მაინც არაა. პოგბა „მანჩესტერის“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და ამის გამო უფრო მეტად გავბრაზდი.

მიუხედავად ყველაფრისა, იმედი მაქვს პოგბა „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩება, მაგრამ არ მგონია ასე მოხდეს. როცა ფეხბურთელი ასეთი განცხადებებს აკეთებს პრობლემურ სიტუაციას ქმნის, რომელთან გამკლავება ადვილი ნამდვილად არაა. ვფიქრობ ოლეს ძალიან გაუჭირდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები