ტოჩინოშინი რაგბის ბურთით - ქართველი ოძეკის ქანდაკება იაპონიაში
Aa
Aa

ტოჩინოშინი რაგბის ბურთით - ქართველი ოძეკის ქანდაკება იაპონიაში

როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატს იაპონია უმასპინძლებს.

იაპონელები ცდილობენ, რომ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატს პიარი ყველანაირი საშუალებით გაუკეთონ და მათ შორის გამონაკლისი არც სუმოა.

დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ქართველი ოძეკის ტოჩინოშინის ქანდაკება რაგბის ბურთთან ერთად არის გამოსახული.

ლევან გორგაძე იაპონიაში ქართული რაგბის პოპულარიზებისთვის ბევრ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს სტარტს ზაფხულის "ნაგოია ბაშო" აიღებს, რომელიც 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლევან გორგაძემ ვარჯიშისას მხრის ტრავმა მიიღო, თუმცა ამ წუთამდე ეს ყველაფერი ოფიციალურად არ დასტურდება.

ცხელი ამბები