2X2=4 - უკვე აღარ? მრავალი პრობლემიდან ერთ-ერთი და ყველაზე გამორჩეული

სიახლე 03.07.2019
A+ A- 15:29

არგენტინის ნაკრებმა მორიგი უსახური ტურნირი ჩაატარა და გუნდის შთაბეჭდილება კვლავ ვერ დატოვა.

„ალბისელესტეს“ ფეხბურთის ფედერაციიდან დაწყებული, მწვრთნელით გაგრძელებული და მოთამაშეებით დასრულებული უამრავი პრობლემა აქვს და ამაზე საუბარი გაუთავებლად, დაუსრულებლად შეიძლება. მსგავსი რაოდენობის და ასეთი პრობლემების მქონე ვერც ნაკრები და ვერც კლუბი ვერცერთ დიდ ტურნირს ვერ მოიგებს, ეს ფაქტია და ამაში თანამედროვე ფეხბურთი გვარწმუნებს.

მოკლედ, არგენტინელთა პრობლემებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამ თემის დეტალურად განხილვა დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ მათი პრობლემები იმდენად მარტივად შესამჩნევია, რომ ამის გაკეთება ყველას თუ არა ბევრს შეუძლია და დიდ ცოდნასაც არ მოითხოვს.

გვინდა თქვენი ყურადღება ამ დიდი პრობლემის ერთ-ერთ მთავარ და ყველაზე გამორჩეულ ნაწილზე შევაჩეროთ, რომელსაც მოედანზე მოთამაშეთა ურთიერთგაგება ჰქვია.

არგენტინელებს ბოლო წლებში ბევრი ფინალი აქვთ წაგებული და ბევრჯერ ფინალამდეც გამოვარდნილან, თუმცა იყო შემთხვევები როდესაც ვარსკვლავური შეტევის ხაზი მოედანზე ერთმანეთს უგებდა და მარტივად კომბინირებდა. გოლებიც ლამაზი გაჰქონდათ, თუმცა ეს ტიტულების მოსაგებად საკმარისი არ იყო, რაც სულ სხვა და უფრო ღრმა პრობლემის ბრალი გახლდათ, მაგრამ მათ საფეხბურთო ორჯერ ორი ყოველთვის ესმოდაც.

ბოლო 2 წლის ფორმაციის არგენტინის ნაკრები შეიძლება ითქვას ელემენტარულ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს და ფეხბურთელებს მოედანზე ორჯერ ორიც არ ესმით.

მიმდინარე კოპა ამერიკამ ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული რამდენიმე თვალსაჩინო მომენტი იყო, როდესაც შეტევის დროს მესიმ, აგუერომ, დი მარიამ, პარედესმა, დე პაულმა და სხვებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს. შედეგად, მწვავე შეტევა გაუაზრებელი პასით დასრულდა.

ვინც „ბარსას“ თამაშებს უყურებს ეცოდინება, რომ კატალონიელთა შეტევები მესის თითოეულ ნაბიჯზე იმდენად იდეალურად არის მორგებული ბევრს ჰგონია ამას ყველა გააკეთებს, თუმცა ეს ასე არ არის.

„ბლაუგრანა“ შეტევებს ფლანგებიდან ისე მარტივად შლის, რომ ეს ნებისმიერ გუნდს შეშურდება. როდესაც ყველას გონია ახლა სუარესი ან სერხი რობერტო დაარტყამს, ამ დროს ისინი პასს უკან საჯარიმოს ხაზისკენ აკეთებენ, სადაც ხშირ შემთხვევაში მესი დგას ხოლმე და 10-დან 8-ჯერ მსგავსი შეტევა გოლით სრულდება.

არგენტინის ნაკრები სხვადასხვა დროს მსგავსად მოქმედებდა და რამდენიმე ასეთი სტილის გოლიც გაიტანა. მაგალითად, 2012 წელს ეკვადორთან შეხვედრა, სადაც მესიმ და იგუაინმა მარტივი კომბინაცია გაითამაშეს, გონსალომ არ დაარტყა და პასი უკეთეს პოზიციაში მყოფ მესის გადააწოდა - შეტევა გოლით დასრულდა.


 

2016 წელი, კვლავ ეკვადორი. ამჯერად მესი და დი მარია. შეტევას კვლავინდებურად ლეო იწყებს და ფლანგზე დი მარიას მიმართულებით აგრძელებს. როგორც ეს იგუაინის შემთხვევაში მოხდა, მცველი მასაც გადაყვა, მესი კი როგორც ყოველთვის თავის გაკეთებულ გადაცემას გაყვა და თანაგუნდელს იდეალურ პოზიციაზე გაეხსნა. აქაც, შეტევა გოლით სრულდება.


 

ეს არის ლეოს საყვარელი კომბინაცია, რომელსაც ალბასთან ერთად სეზონის მსვლელობისას საკმაოდ მევრჯერ იყენებს და გოლითაც აგვირგვინებს.

ეს არ არის მხოლოდ ის მომენტი, როდესაც გუნდელები მესის ვერ უგებენ. დიახ, ზოგადად ლეოს ნაკრებში იგივე სტილში კომბინირება უჭირს როგორც ამას „ბარსელონაში“ აკეთებს, მაგრამ აქ საუბარია მთლიან გუნდზე, რომელსაც ერთმანეთის საერთოდ არ ესმის.

მსგავსი სტილის შეტევა იყო ბრაზილია-არგენტინის ნახევარფინალურ შეხვედრაშიც, როდესაც „პენტაკამპეონები“ 1:0-ს იგებდნენ, 36-ე წუთზე მესიმ ცენტრიდან გარღვევა განახორციელა, ორი მეტოქე ჩამოიშორა და აგუეროს საჯარიმოში გადააწოდა, თავად კი ტრადიციულად პასს გაყვა და შორიახლოს დასარტყმელ პოზიციაზე დადგა სადაც სრულიად მარტო იყო.

ამ დროს, როდესაც კუნს პასი უნდა გაეკეთებინა, რასაც დიდი ალბათობით გოლი, ან ძალიან სახიფათო მომენტი მოყვებოდა, „სიტის“ ფორვარდმა არახელსაყრელი პოზიციიდან კარში დაარტყა. აგუეროს ირგვლივ საერთოდ არ გაუხედავს და მისი გასროლაც მცველებისგან მარტივად დაიბლოკა.


 

თითქოს ისეთი არაფერი მომხდარა. ჩვეულებირივ სწრაფი შეტევა იყო, რომელიც შესაძლოა გოლით დასრულებულიყო, მაგრამ ბურთით მყოფმა მოთამაშემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. შესაძლოა ეს თამაშის მცირე დეტალია, მაგრამ ასეთი დეტალების სიხშირე ჯამში იღებს ისეთ სახეს როგორიც ამ ფორმაციის არგენტინის ნაკრებს აქვს.

გუნდს მწვრთნელის ხელი აშკარად არ ეტყობდა. ფეხბურთელებს მოედანზე ერთმანეთის არ ესმით და ამაში დამნაშავე პირველ რიგში ყოველთვის მწვრთნელია.

თანამედროვე ფეხბურთში წარმოუდგენელია გუნდი განაპირა მცველების აქტიური ჩართვების გარეშე თამაშობდეს. შედარებით ზედა ეშელონების წარმომადგენლებში ასეთ კლუბსა თუ ნაკრებს ვერ ნახავთ - ასეთი მხოლოდ არგენტინაა.

დიახ, ბევრ რამეში დამნაშავე მესიც არის. არის მომენტები, როდესაც ის ისე ვერ მოქმედებს როგორც კლუბში და ეს მოლოდ მისი ბრალია, მაგრამ საერთო ჯამში „ალბისელესტე“ ძალიან უსუსური კოლექტივის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ არგენტინელები მესის ვერ იყენებენ. ეს სწორია, თუმცა ნაკრებში მწვრთნელი არა მხოლოდ ლეოს, არამედ ვერავის იყენებს. ამ შემთხვევაში საქმეს 1 და 2 კაცი არ აფუჭებს, პასუხისმგებლობა მინდორზე მყოფმა 11-ვე ფეხბურთელმა უნდა აიღოს, თუმცა ელემენტარული კომბინაციისა და მონახაზის არქონაში დამნაშავე მხოლოდ მწვრთნელია.

როგორც სტატიის თავში აღვნიშნეთ, „ალბისელესტეს“ უამრავი პრობლემა აქვს, რომელიც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უნდა მოაგვაროს და მას ნულიდან დაწყება მოუწევს, რადგან ამ გუნდს ფუნდამენტი საერთოდ არ გააჩნია.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

თვლით, რომ ფეხბურთში კარგად ერკვევით და მის შესახებ ყველაფერი იცით? საინტერესოა ამ ფეხბურთელთა 12 წყვილის შესახებ თუ იცოდით, რომლებსაც თავიანთი კარიერ...

Crystalsport.ge აგრძელებს გადაცემას MASTERCLASS-ი, რომელშიც წარმატებული სპორტსმენი დამწყებ სპორტსმენებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. გადაცემის ...

ოცნებაში წარმოიდგენ, რომ შენ ფეხბურთელობისას მესი ხარ, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი, თუმცა ცხოვრებაში რეალურად ასე არ ხდება. რ...

შიში - აი რა გრძნობა მეუფლება, როდესაც მარტზე ერთა ლიგაზე ვფიქრობ. ყველამ კარგად ვიცით რამხელა შანსი მოგვეცა და ასეთი შანსის ხელიდან გაშვება ჩვენი მსგ...

ალან შირერი - ნიუკასლი 2009 წლის აპრილში, მოულოდნელად „ნიუკასლმა“ გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის პოსტს ალან შირერი დაი...

1 - კოზმინ მოტი - ლუდოგორეცი VS სტიაუა, 2014 წელი რაზგრადის „ლუდოგორეცის“ მცველმა კოზმინ მოტიმ ბუქარესტის „სტიაუას“ წინააღმდეგ...

10 - გუნარ ნორდალი - 1950 წელი როდესაც საკუთარი თავისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს დგამ - ასე შეფასდა შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება, როდესაც...

ფიორენტინა - 1998/99 1998 წელს ფლორენციის „ფიორენტინას“ თავკაცის პოსტზე ჯოვანი ტრაპატონი დაინიშნა, რომელიც „იების“ 30 წლიანი ლ...

1 - რადამელ ფალკაო VS ამერიკა კალი, 2012 წელი შესაძლოა ფალკაომ „ოლდ ტრაფორზე“ და „სტემფორდ ბრიჯზე“ ასპარეზობისას განსაკუთრებულ...

რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის „რუბინი“ სტუმრად „სოჭის“ დაუპირისპირდა და ფრედ 1:1...

„მალიორკასთან“ მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ „ბარსელონას“ ბანაკში კარგი ახალი ამბებია. გუნდს ტრავმირებული მოთამაშე...

ლა ლიგის მე-16 ტურში „ბეტისმა“ „ბენიტო ვილამარინზე“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. 5 გოლიანი ლამაზი მატჩი ...

CrystalSport_ის ცნობით გიორგი ჭიაბრიშვილი "საბურთალოს" დატოვებს. ამ თემაზე მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს ესაუბრა და მიღებული გადაწყვეტილება გაუმხილა....

ისტორიაში პირველად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება "საბურთალოს" გამარჯვებით დასრულდა. თბილისურმა კლუბმა 2018 წელს ნაჩვენები შედე...

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში პსჟ-მ „მონპელიეს“ სტუმრად 3:1 სძლია და მორიგი 3 ქულა გაიფორმა. გოლები ნეიმარმა, იკარდიმ და მბაპემ გაიტ...

„ბარსელონამ“ „მალიორკას“ ლა ლიგის მე-16 ტურში 5:2 მოუგო და „კამპ ნოუზე“ მორიგი სპექტაკლი დადგა. ხუთივე გოლი ულამაზ...

ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგის მე-16 ტურში „ბარნლი“ 5:0 გაანადგურა. მატჩის მთავარი მოქმედი პირი სამხრეთ კორეელი ფორვ...

პრემიერლიგის მე-16 ტურში „ეტიჰად სთეიდიუმზე“ მანჩესტერული დერბი შედგა - „სიტიმ“ „იუნაიტედს“ უმასპინძლა და ბევრისთვ...

პრემიერლიგის მე-16 ტურში „ლივერპული“ „ბორნმუთს“ ესტუმრა და ლამაზ სტილში 3:0 გაიმარჯვა. კლოპის გუნდმა ბრწყინვალე გოლები გაიტანა...

CrystalSport_ის ცნობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ირაკლი ბუღრიძე ბელგიურ "ბეერსხოტს" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ტოვებს. ფეხბურთელ...

პრემიერლიგის მე-16 ტურში „ჩელსი“ მოულოდნელად „გუდისონ პარკზე“ უმწვრთნელოდ დარჩენილ „ევერტონთან“ 1:3 დამარცხდა. დრო...

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ AS-თან საუბრისას ვალვერდეს შესაძლო წასვლის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. „ბლა...

„ელ კლასიკოს“ მოახლოებასთან ერთად „რეალს“ პრობლემები ემატება. ესპანური AS-ის ცნობით, გარეთ ბეილმა მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღ...

ელგუჯა ლობჯანიძე 2019 წლის სეზონში ყაზახეთის პრემიერ ლიგაში მოგებული ორთაბრძოლების მაჩვენებლით საუკეთესო იყო. მან 751 ორთაბრძოლიდან 328 მოიგო. 2019 წლ...

ბელგიური იუპერ ლიგის მე-18 ტურში „გენტისა“ და „ზულტე ვარეგემის“ შეხვედრაში ქართველი გულშემატკივარი გიორგი ჩაკვეტაძის გამოჩენას...

ბრენდან როჯერსმა „ლესტერს“ საკუთარი მომავალი 2025 წლამდე დაუკავშირა. ჩრდილოეთ ირლანდიელი „მელიების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ...

იურგენ კლოპმა „ლივერპულის“ გადატვირთული კალენდრის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა. მერსისაიდელებმა დეკემბერში ყველა ტურნირის ეგიდით 7 შე...

რეკომენდებული სიახლეები
ახალგაზრდებს შორის ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 19 წლის ლაშა ბექაური საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს (განცხადებას) აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, ...
08.12.2019
იტალიის ქალაქ ტურინში გამართული გრან პრი ქართული ტრიუმფით, რომ დასრულდა ეს ქართველ გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ. 8 დეკემბერს კი ტრადიციული დასკვ...
08.12.2019
ახალგაზრდებს შორის ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა 19 წლის ლაშა ბექაურმა დღეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ მას პო...
08.12.2019
„ბარსელონამ“ „მალიორკას“ ლა ლიგის მე-16 ტურში 5:2 მოუგო და „კამპ ნოუზე“ მორიგი სპექტაკლი დადგა. ხუთივე გოლი ულამაზ...
08.12.2019
NBA-ს მიმდინარე სეზონის უმთავრესი სენსაცია უდაოდ „დალას მავერიქსია“, რომელიც ლუკა დონჩიჩის ლიდერობით დაფრინავს. ტექსასელებმა ბოლო 11 მატჩი...
08.12.2019
19 წლის ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა დღეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ მას პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ. ინციდენტი მარჯა...
08.12.2019
ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“, რომელმაც „მურსიას“ 85:78 სძლია. პარკეტზე კვლავ სა...
08.12.2019
მკლავჭიდში 7 გზის მსოფლიო და 6 გზის ევროპის ჩემპიონი "ქართველი ჰალკი“ პოლონეთში გამართულ „ტოპ 8“-ის ფინალში რუს ვიტალი ლალეტინს დაუპ...
09.12.2019
CrystalSport_ის ცნობით გიორგი ჭიაბრიშვილი "საბურთალოს" დატოვებს. ამ თემაზე მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს ესაუბრა და მიღებული გადაწყვეტილება გაუმხილა....
08.12.2019
ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ „ხუვენტუტს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 87:86 დაამარცხა. ვ...
08.12.2019
ლა ლიგის მე-16 ტურში „ბეტისმა“ „ბენიტო ვილამარინზე“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. 5 გოლიანი ლამაზი მატჩი ...
08.12.2019
უკანასკნელი სიახლეები