ერერამ
Aa
Aa

ერერამ "პორტუ" დატოვა და "ატლეტიკოში" გადადის

მექსიკელი ნახევარმცველი, ექტორ ერერა, „პორტუს“ გამოემშვიდობა და თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდი დატოვა.

მადრიდული Marca-ს ცნობით, ფეხბურთელის წარმომადგენლები ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებიან და „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ, თავად ერერას კი ადგილზე უახლოეს დღეებში ელოდებიან.

29 წლის საყრდენი „პორტუს“ შემადგენლობაში 6 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 345 მატჩში 35 გოლი და 35 ასისტი მიითვალა.

ერერა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას „ათლეტთა“ მეორე შენაძენი იქნება, გუნდმა მადრიდის „რეალს“ მარკოს ლორენტეს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები