გუადალუპე პორასი - პირველი ქალი მსაჯი ლა ლიგაში!
Aa
Aa

გუადალუპე პორასი - პირველი ქალი მსაჯი ლა ლიგაში!

გუადალუპე პორას აიუსო პირველი ქალი არბიტრი გახდება, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონში იმსაჯებს. ლა ლიგამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პორასი მომდევნო სეზონიდან პრიმერა დივიზიონის მატჩებს განსჯის.

"სიხარულით მეცხრე ცაზე ვარ. ყველას ოცნება უმაღლეს ლიგაში მსაჯობაა და უდიდესი შრომის შედეგად მე ამას მივაღწიე. ნამდვილად არ მჯერა". - ამბობს გუადალუპე.

გუადალუპე პორასმა, რომელიც მთავარი მსაჯის ასისტენტი, იგივე "ხაზის არბიტრია", სამსაჯო კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ კი ესპანეთის რანგით მეოთხე, მესამე და მეორე ლიგებში მუშაობდა.

ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში პირველი ქალი მთავარი არბიტრი ბიბიანა შტაინჰაუსია, რომელიც ბუნდესლიგის მატჩებს 2017-2018 წლების სეზონიდან უძღვება. გასულ სეზონში კი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ქალი მთავარი მსაჯი სტეფანი ფრაპარი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები