Aa
Aa

ლეონარდი "კლიპერსსა" და "ლეიკერსს შეხვდა, ახლა ჯერი "ტორონტოზეა"

NBA-ში თავისუფალი აგენტების ბაზარი 1 ივლისს გაიხსნა და რამდენიმე მოულოდნელი და საკმაოდ საინტერესო გარიგებაც შედგა. კევინ დურანტის, კაირი ირვინგის, კემბა უოკერის, ელ ჰორფორდის, ჯიმი ბატლერის და კლეი ტომპსონის შემდეგ საკალათბურთო სამყაროს ყურადღება კავაი ლეონარდისკენაა მიპყრობილი.

28 წლის მსუბუქი ფორვარდის გადაბირება „ლეიკერსს“, „კლიპერსსა“ და „ტორონტოს“ სურთ. ამერიკული პრესის ინფორმაციით კავაი რამდენიმე საათის წინ ლოს-ანჯელესური გუნდების წარმომადგენლებს შეხვდა და დღეს მოლაპარაკებებს „რეპტორზის“ ხელმძღვანელობასთან გამართავს.

ბუკმეიკერები მთავარ ფავორიტად „ლეიკერსს“ მიიჩნევენ, თუმცა კანადელთა ჩამოწერაც არ შეიძლება. „ტორონტო“ 2018-19 წლების სეზონში ლეონარდს ხელის გულზე ატარებდა და ბოლოს და ბოლოს კავაი „რეპტორზთან“ ერთად NBA-ს ჩემპიონი გახდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლოს-ანჯელესურ გუნდებს მხოლოდ 4 წლიანი მაქსიმალური კონტრაქტის შეთავაზების საშუალება აქვთ. მაშინ, როცა „ტორონტოს“ შეუძლია კავაის 5 წლიანი მაქსიმალური ხელშეკრულება გაუფორმოს.

Yahoo Sports-ის ცნობით 28 წლის მსუბუქი ფორვარდი უპირატესობას „რეპტორზს“ ანიჭებს, თუმცა ლოს-ანჯელესში გადასვლის ვარიანტსაც აქტიურად განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები