Aa
Aa

კროოსი: "ესპანეთში შესაძლოა ერთ დღეს უდიდესი გმირი იყო, რამდენიმე დღის შემდეგ კი უდიდეს იდიოტად გამოგაცხადონ"

მადრიდის „რეალის“ გერმანელი ნახევარმცველი, ტონი კროოსი ბერლინში იმყოფება და აპირებს თავისი ცხოვრების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწროს.

29 წლის ფეხბურთელი ამ ფილმის შესახებ Marca-ს ესაუბრა და ინტერვიუს მიმდინარეობისას იმ კრიტიკასაც შეეხო, რომელსაც ესპანეთში მოასპარეზე ფეხბურთელები იღებენ.

„ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ფეხბურთზე ზედმეტად ბევრი რამაა დამოკიდებული. ამ მხრივ ესპანეთში ყველაფერი გაცილებით რთულადაა. ერთ დღეს შესაძლოა უდიდესი გმირი იყო, რამდენიმე დღის შემდეგ კი უდიდეს იდიოტად გამოგაცხადონ. მიუხედავად ამისა ყველაფერს რეალური გადმოსახედიდან ვუყურებ. გადაჭარბებულ კრიტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ამ ყველაფერთან უკვე შეგუებული ვარ“.

დოკუმენტური ფილმი კროოსის საფეხბურთო აღმასვლის შესახებაა გადაღებული. ნამუშევარში მოთხრობილია ფეხბურთელის ისტორია „ჰანზადან“ მადრიდის „რეალამდე“. ფილმში იუპ ჰაინკესი, ზინედინ ზიდანი და პეპ გუარდიოლა იმ მიზეზების შესახებ საუბრობენ, რომელთა დამსახურებითაც კროოსი წარმატებული ფეხბურთელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები