მესი:
Aa
Aa

მესი: "ყველაფერი ბრაზილიის სურვილისამებრ ხდება, CONMEBOL-ი არაფერს წყვეტს"

კოპა ამერიკის ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ლიონელ მესიმ მსაჯები და CONMEBOL-ი გააკრიტიკა. არგენტინელთა კაპიტანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კონტინენტის მმართველი საფეხბურთო ორგანო არაფერს წყვეტს და ყველაფერი ბრაზილიელთა სურვილისამებრ ხდება.

"მათ ჩვენზე უკეთესად არ უთამაშიათ, უბრალოდ, ადრეული გოლი გაიტანეს, მეორე გოლი კი მას შემდეგ გავიდა, რაც აგუეროზე პენალტი არ დაინიშნა. მსაჯმა ბევრი აბსურდული ბარათი გვიჩვენა, VAR-ს კი საერთოდ არ იყენებდნენ, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია!

მთელი მატჩის განმავლობაში საშინელება მსაჯობა იყო, ყოველი კონტაქტის შემდეგ ბრაზილიელთა სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებდნენ, რითაც თამაში გაანადგურეს. 

ბრაზილია მასპინძელია და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი მათი სურვილისამებრ ხდება, CONMEBOL-ი თითქოს არაფერს წყვეტს". - განაცხადა მესიმ.

არგენტინის ნაკრებმა ბოლო 2 კოპა ამერიკის ტიტული პენალტების სერიით ჩილესთან დათმო, ბრაზილია კი ამ ტურნირის ფინალში 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდა, "სელესაომ" მაშინდელ ფინალში სწორედ არგენტინას მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები