უცნაური მიზეზი, რის გამოც ენეს კანტერმა
Aa
Aa

უცნაური მიზეზი, რის გამოც ენეს კანტერმა "პორტლენდში" დარჩენაზე უარი განაცხადა

მოლაპარაკებების წარმოებაში დახელოვნებული ადამიანები ერთ მარტივ და საკმაოდ ძველ ხრიკს ხშირად იყენებენ ხოლმე. საუბარი ასეთ მიდგომაზე გვაქვს: "თუ მომდევნო ხუთი წუთის განმავლობაში არ დაგვთანხმდები, ასეთ შეთავაზებას ვეღარასდროს მიიღებ".

რეალურად არავინ იცის შეესაბამება ეს ფრაზა სიმართლეს თუ არა, თუმცა ხშირ შემთხვევაში რომ ამართლებს ცნობილი ფაქტია. ამ ხრიკის დამსახურებით ბევრი ადამიანი წავიდა დათმობაზე.

ენეს კანტერი ერთ-ერთი მათგანი არ ყოფილა.

27 წლის ცენტრმა რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი "ბოსტონ სელტიკსთან" გააფორმა და მოგვიანებით მარკ სპირსს ის მიზეზი გაანდო, რატომაც "პორტლენდის" დატოვება გადაწყვიტა.

"ბლეიზერსის რიგებში დარჩენას აქტიურად განვიხილავდი, თუმცა მათ გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 6 წუთი მომცეს. ვიგრძენი, რომ წნეხის ქვეშ ვიყავი და ამის გამო დისკომფორტი შემექმნა. ამიტომ ვუთხარი, რომ მოსაფიქრებლად დრო მჭირდებოდა. ასევე მინდოდა ჩემი ძმისთვის დამერეკა, რათა მას ჩემი ოჯახისთვის ეკითხა აზრი. საქმე ისაა, რომ ჩემს ოჯახს პირდაპირ ვერ ვურეკავ, თუმცა მათ (პორტლენდის წარმომადგენლებმა) დამოკიდებულება არ შეცვალეს და საბოლოოდ უარი ვუთხარი".

მოგვიანებით კანტერის განცხადებას დემიენ ლილარდი გამოეხმაურა და აღნიშნა: "ხანდახან შესაძლოა ერთი ადამიანის მოლოდინში ორი ადამიანი დაკარგო. შემიძლია დავადასტურო, რომ ჩემი ბიჭისთვის (კანტერს გულისხმობს) მოსაფიქრებლად 6 წუთი არ მიუციათ. ალბათ მას თავდაპირველად მიცემული 45 წუთიდან მხოლოდ ექვსიღა ჰქონდა დარჩენილი".

"მე იქ ვიყავი. 45 წუთი ბევრი არაა, მაგრამ ხელცარიელი დარჩენა არავის სურს".

შეგახსენებთ, რომ "ტრეილ ბლეიზერსი" ჯიმი ბატლერის ტრეიდში გახლდათ ჩართული, რომლის შედეგადაც დემიენ ლილარდსა და კომპანიას ჰასან უაითსაიდი შეუერთდა. უდიდესი ალბათობით "პორტლენდს" ამ გაცვლის თაობაზე ჰქონდა შეთავაზება და კანტერს სწორედ ამიტომ აჩქარებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები