ფეკირი
Aa
Aa

ფეკირი "არსენალში"?

ლონდონის „არსენალს“ „ლიონის“ ფრანგი ნახევარმცველის, ნაბილ ფეკირის გადაბირების შანსი გაუჩნდა. ამ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა,  Mirror ავრცელებს.

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე უნაი ემერის კვალიფიციური შემტევის დამატება სურს. „მეთოფეები“ ყველაზე დიდ ინტერესს „კრისტალ პალასის“ გარემარბის, ვილფრიდ ზაჰას მიმართ იჩენენ. ლონდონელები „არწივებს“ უკვე დაუკავშირდნენ და კოტ-დივუარელის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტის გადახდაზე თანხმობა განუცხადეს.

აღსანიშნავია, რომ „კრისტალ პალასის“ მესვეურებს გაცილებით მეტის მიღება სურთ და ზაჰას მინიმუმ 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.

„ნისლიან ალბიონზე“ ზაჰას „არსენალში“ ტრანსფერს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. Mirror კი იუწყება, რომ „მეთოფეებს“ შესანიშნავი ალტერნატივა გამოუჩნდათ. ბრიტანული ტაბლოიდი აცხადებს, რომ ლონდონელებმა ნაბილ ფეკირის ტრანსფერის გაჩარხვის თაობაზე წინადადება მიიღეს. როგორც ირკვევა ფრანგული მხარე მზადაა 30 მილიონი ფუნტის მიღების შემთხვევაში, 25 წლის ფლეიმეიქერი გუნდიდან გაუშვას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები