ერიქსენის აგენტი
Aa
Aa

ერიქსენის აგენტი "რეალის" ხელმძღვანელობას შეხვდება

მადრიდის „რეალი“ ახალი სეზონის დაწყებამდე შემადგენლობის გაძლიერებას მაღალი დონის ნახევარმცველის გადაბირებით შეეცდება. „სამეფო კლუბი“ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, რომელთა შორის „ტოტენჰემის“ 27 წლის ფლეიმეიქერი, კრისტიან ერიქსენიცაა.

დანიელი ფეხბურთელი დიდი ხანია ფლორენტინო პერესის ყურადღების ცენტრშია, თუმცა „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრები გამოსასყიდი თანხის გამო ყოყმანობდნენ. სიტუაცია რამდენიმე დღის წინ შეიცვალა. „ტოტენჰემმა“ „რეალს“ წინადადებით მიმართა და ერიქსენის ყიდვა შესთავაზა.

ლონდონელები თავდაპირველად 150 მილიონ ევროს ითხოვდნენ, თუმცა ახლა მზად არიან გუნდის ერთ-ერთ ლიდერს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.

MARCA-ს ინფორმაციით მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის და შესაძლოა სულ მალე კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი ვიხილოთ. ესპანური გამოცემის ინფორმაციით ერიქსენის აგენტი, მარტინ შუტსი უახლოეს პერიოდში „რეალის“ წარმომადგენლებს შეხვდება და მათთან მისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები