სენსი
Aa
Aa

სენსი "ინტერში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ბერლინის „ჰერტადან“ ვალენტინო ლაზაროს დამატების შემდეგ, მილანის „ინტერმა“ კიდევ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა. ლომბარდიელებმა „სასუოლოსთან“ სტეფანოს სენსის თაობაზე მოილაპარაკეს.

შეთანხმების ნამდვილობა ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ 23 წლის სენსი „ნერაძურიში“ სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის.

„ინტერი“ ახალგაზრდა ნახევარმცველს იჯარის წესით აიყვანს, რისთვისაც 5 მილიონ ევროს გადაიხდის, სეზონის ბოლოს კი მისი 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ექნება.

სტეფანო სენსი გასულ სეზონში „სასუოლოს“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და იტალიის ნაკრებშიც მიიწვიეს. მისი გადაბირებით კიდევ რამდენიმე აპენინური კლუბი ინტერესდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები