ლევანდოვსკი ავარიაში მოყვა!
Aa
Aa

ლევანდოვსკი ავარიაში მოყვა!

მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ორშაბათს ავარიაში მოყვა. ეს ინფორმაცია არც გერმანულმა პრესამ და არც მიუნხენურმა კლუბმა არ გაახმაურა, სანამ გუშინ ფეხბურთელი "ბენფიკასთან" სათადარიგო სკამზე არ ვიხილეთ და როგორც შემდეგ აირკვა ამის მიზეზი სწორედ ავტო საგზაო შემთხვევა ყოფილა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "რეკორდმაისტერის" სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა:

"ეს ცხოვრებაა, ავტო საგზაო შემთხვევა ყველას შეიძლება მოუხდეს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ დატოვეს გუშინდელ მატჩში ლევანდოვსკი თადარიგში, იგი გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა". 

"მცირე ინციდენტია, რომელზეც დიდად ყურადღების გამახვილება არ ღირდა, თუმცა როგორც ჩანს არა გვარდიოლასთვის... ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ჩვენ გუშინდელ შეხვედრაში მიზანს მივაღწიეთ და 1/2 ფინალში გავედით". - აქვეყნებს ზამერის სიტყვებს goal.com. 

ისე კი, მაინცდამაინც აუცილებელი არაა ლევანდოვსკიმ მანქანითაც ისევე იფრინოს, როგორც ამას ბოლო წლებში საფეხბურთო მოედნებზე აკეთებს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები