ნეიმარის წარმომადგენლები დღეს
Aa
Aa

ნეიმარის წარმომადგენლები დღეს "ბარსელონას" მესვეურებს შეხვდებიან

ესპანური პრესის ინფორმაციით, „ბარსელონას“ წარმომადგენლები დღეს ნეიმარის მამასა და ფეხბურთელის ადვოკატს შეხვდებიან. ფინანსურ დეტალებთან ერთად, მხარეებმა იურიდიული საკითხებიც უნდა განიხილონ.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, 27 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი პსჟ-ს წინასასეზონო შეკრებაზე გამოცხადებას არ აპირებს და „ბარსელონაში“ ტრანსფერის დახურვა მაქსიმალურად მოკლე ვადაში სურს.

ამჟამინდელ მოლაპარაკებებში იგივე ადვოკატი მონაწილეობს, რომელმაც 2 წლის წინ ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის იურიდიული მხარე მოაგვარა.

„ბარსა“ ნეიმარის გადასაყვანად 90 მილიონ ევროსა და ორ ფეხბურთელს: ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს ჩამოდის, თუმცა პარიზელებს არცერთი ამ მოთამაშის თავიანთ რიგებში ხილვა არ უნდათ. კიდევ ორი გვარი, რომელიც ამ ტრანსფერთან მიმართებით პრესამ ახსენა ივან რაკიტიჩი და სამუელ უმტიტია, აი მათთან დაკავშირებით კი ფრანგების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი წერს, რომ პსჟ „ბარსას“ წინადადებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი შეთავაზებაში ორი ფეხბურთელი და 130 მილიონი ევრო შევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები