''გრანადამ'' გუგეშაშვილის ტრანსფერი დაადასტურა
Aa
Aa

''გრანადამ'' გუგეშაშვილის ტრანსფერი დაადასტურა

საფეხბურთო კლუბმა ''გრანადამ'' ლუკა გუგეშაშვილთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ ქართველი მეკარე ლა ლიგის კლუბში იჯარის წესით ითამაშებს. ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით ესპანურ კლუბს გუგეშაშვილის ''იაგიელონიადან'' გამოსყიდვის უფლება აქვს.

CrystalSport-ის ცნობით გუგეშაშვილის ''გრანადაში'' პრეზენტაცია შემდეგ კვირაში, სავარაუდოდ 8 ივლისს მოხდება.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ქართველი მეკარის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი სიმაღლე 196 სმ-ია. 2018 წლიდან იჯარის წესით გორის ''დილაში'' ასპარეზობდა.

2016 წელს გუგეშაშვილი თბილისის ''დინამოდან'' პოლონურ კლუბში გადავიდა და მას შემდეგ ''იაგიელონიას'' საკუთრებაშია.

''გრანადაში'' გადასვლის შემდეგ ლუკა გუგეშაშვილმა სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე დაწერა:''გორის ''დილასთან'' კონტრაქტი ამომეწურა, კარიერას ესპანურ გრანადაში გავაგრძელებ, მადლობა მინდა გადავუხადო გორის ''დილას,'' რომ მენდობოდნენ და თავის წარმოჩენის შანსი მომცეს, მადლობა ყველას, სამწვრთნელო შტაბს, გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს და გორის ''დილას'' გულშემატკივრებს!! ყოველთვის მემახსოვრებით! წინ დიდი გამოწვევებისკენ!!!''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები