ტეო ერნანდესი მილანში ჩავიდა
Aa
Aa

ტეო ერნანდესი მილანში ჩავიდა

ტეო ერნანდესი და მისი აგენტი მილანში ჩავიდნენ და ფეხბურთელის "მილანში" ტრანსფერის ბოლო დეტალებს ადგილზე მოაგვარებენ. 

როგორც იტალიური პრესა წერს, ერნანდესი "როსონერიში" სამედიცინო შემოწმებას ხვალ დილით გაივლის, რის შემდეგაც ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ტეო "რეალმა" 2017 წელს "ალავესიდან" 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა, თუმცა მისი "მილანისთვის" 20 მილიონად დათმოა მოუწია. ფრანგმა მოთამაშემ "ბლანკოსის" მაისურით პირველ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის, უეფა-ს სუპერ თასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

რადე კრუნიჩის შემდეგ, "მილანისთვის" 21 წლის ერნანდესი მიმდინარე ზაფხულის მეორე შენაძენია. "შავ-წითელთა" მორიგი სამიზნე "რეალის" კიდევ ერთი ფეხბურთელი - დანი სებალიოსია, რომლის ტრანსფერზეც აქტიური მუშაობა მიდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები