მარსელო:
Aa
Aa

მარსელო: "ზიდანი ჩემთვის უფროსი ძმასავითაა"

მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანი, მარსელო, ერთ-ერთ ბრაზილიურ გამოცემას ესაუბრა და ზინედინ ზიდანსა და კრიშტიანუ რონალდუსთან მის დამოკიდებულებაზე მოკლე კომენტარები გააკეთა.

"ზიდანი ჩემთვის უფროსი ძმასავითაა. მართალია, ისევე ბევრ სათამაშო დროს აღარ მაძლევს, როგორც - ადრე, მაგრამ მასთან მუშაობა მაინც მხიარული და სასიამოვნო პროცესია. რაც შეეხება კრიშტიანუს, მასთან უფრო მნიშვნელოვან თემებს განვიხილავ ხოლმე, ვიდრე მხოლოდ ფეხბურთია. ჩვენი შვილების შესახებ ხშირად ვსაუბრობთ, ისინიც ფეხბურთს თამაშობენ". - ამბობს მარსელო.

31 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა "რეალის" მაისურით გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა. მას სანტიაგო სოლარის ხელმძღვანელობით თამაში პრაქტიკულად არ უწევდა, ლოპეტეგისა და ზიდანის ფორმაციის გუნდში კი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ითვლებოდა.

მარსელო "რეალში" 2006 წლიდან თამაშობს და იკერ კასილიასის წასვლის შემდეგ გუნდის ვიცე-კაპიტანი გახდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები