პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელები დასახელებულია!
Aa
Aa

პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელები დასახელებულია!

რამდენიმე წუთის წინ პროფესიულმა საფეხბურთო ასოციაციამ (PFA), ინგლისის პრემიერ ლიგის 2015-2016 წლების სეზონში 6 ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთაგანაც 24 აპრილს მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება. 

ხსენებულ ხუთეულში ჩემპიონატის ლიდერის, "ლესტერის" ერთბაშად 3 მოთამაშე მოხვდა - რიად მაჰრეზი, ჯეიმი ვარდი და ნ'გოლო კანტე. დანარჩენი 3 ადგილი კი "ტოტენჰემის" ფორვარდმა ჰარი კეინმა, "ვესტ ჰემის" შემტევმა დიმიტრი პაიემ და "არსენალის" გამთამაშებელმა მესუთ იოზილმა შეავსეს.

როგორც ხედავთ, კანტეს გარდა, რომელიც ლესტერშირელთა ნახევარდაცვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, ყველა ფეხბურთელი შემტევია. 

საინტერესოა, რომ სიაში ვერ მოხვდა "ტოტენჰემის" ლიდერი და ამ სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა დელე ალი, მაშინ როცა ბევრის აზრით მას მესუთ იოზილის ადგილი უნდა დაეკავა, რადგან საყოველთაო აღიარებით იოზილმა სეზონის მეორე ნახევარი სრულად ჩააგდო, თუმცა, როგორც ჩანს, გერმანელის 18-მა საგოლე გადაცემამ ალის კარგი თამაში მაინც გადაფარა. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე 24 აპრილს დასახელდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები