შვეიცარიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელი ტბაში ბანაობისას გაუჩინარდა
Aa
Aa

შვეიცარიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელი ტბაში ბანაობისას გაუჩინარდა

შვეიცარიის ქალთა საფეხბურთო ნაკრებისა და „იანგ ბოიზის“ კაპიტანი ფლორიანა ისმაილი შაბათს კომოს ტბაში ბანაობის შემდეგ გაუჩინარდა.

„იანგ ბოიზმა“ განცხადება გაავრცელა სადაც წერია, რომ მათი მოთამაშე შაბათ საღამოს შემდეგ იძებნება.

პოლიციის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. ნათქვამია განცხადებაში.

როგორც იტალიური Corriere della Sera იუწყება, ისმაილიმ ერთი დღით დასვენება გადაწყვიტა და თანაგუნდელებთან ერთად ნავი იქირავა.

“ის წყალში გადახტა, მაგრამ უკან აღარ გამოუცურავს“, - წერს იტალიური გამოცემა.

24 წლის ფლორიანა ისმაილი შვეიცარიის ნაკრებში 2014 წლიდან ასპარეზობს. 14 შეხვედრაში მან 3 გოლის გატანა შეძლო. „იანგ ბოიზის“ ღირსებას კი ის 2011 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები