Daily Mail:
Aa
Aa

Daily Mail: "არსენალი" ზაჰას ტრანსფერში 100 მილიონ ფუნტს იხდის!

ბრიტანული Skysports-ის ცნობით, ვილფრიდ ზაჰას „კრისტალ პალასის“ დატოვება სურს, მისი შეძენით კი ყველაზე მეტად ლონდონის „არსენალი“ ინტერესდება.

ზაჰამ საფეხბურთო განათლება სწორედ „არსენალის“ აკადემიაში მიიღო და სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში დაბრუნების სურვილს ახლაც გამოთქვამს. Daily Mail-ის თქმით, „მეთოფეები“ ფეხბურთელის ტრანსფერში 100 მილიონ ფუნტს ჩამოდიან და „პალასს“ წინადადებით უახლოეს დღეებში მიმართავენ.

კოტ დ’ივუარელ შემტევს მსურველები არ აკლია, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მის ტრანსფერში 50 მილიონ ფუნტს იხდის, თუმცა „კრისტალ პალასი“ 80 მილიონ ფუნტზე დაბალ შეთავაზების განხილვას არ აპირებს.

26 წლის ზაჰამ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები