Sport:
Aa
Aa

Sport: "იუნაიტედმა" რაკიტიჩის სანაცვლოდ 35 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა!

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონას“ ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის, ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. კატალონიური გამოცემა Sport-ის ცნობით, „ბარსამ“ ინგლისელთაგან ახალი - 35 მილიონიანი შეთავაზება მიიღო. თუმცა, როგორც ცნობილია, ესპანელები რაკიტიჩის დათმობას 50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებენ.

მეორე მხრივ, თავად „ბლაუგრანა“ ნეიმარის სატრანსფერო ამბების დასრულებას ელოდება, რადგან, შესაძლოა, ბრაზილიელის გარიგებაში მონაწილე ერთ-ერთი ფეხბურთელი სწორედ 31 წლის რაკიტიჩი იყოს.

„წითელი ეშმაკები“ პარალელურად რომელუ ლუკაკუს გაყიდვაზეც მუშაობენ. Sky Sport Italia წერს, რომ მილანის „ინტერი“ უახლოეს დღეებში 62.8 მილიონი ფუნტის ღირებულების შეთავაზებას წარმოადგენს.

კიდევ ერთი ამბავი, რომელიც „იუნაიტედს“ უკავშირდება - გუნდმა „კრისტალ პალასს“ 21 წლის აარონ ვან ბისაკას ტრანსფერში 50 მილიონი ფუნტი გადაუხადა, ფეხბურთელთან კი 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები