Aa
Aa

"მილანი" სებალიოსზე გადაერთო! - იტალიელთა ახალი შეთავაზება "რეალს"

ტეო ერნანდესის ტრანსფერის პრაქტიკულად დახურვის შემდეგ, „მილანი“ მადრიდის „რეალის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის, დანი სებალიოსის, „სან სიროზე“ გადასაყვანად აქტიურად მუშაობს.

Sportmediaset-ის ინფორმაციით, მილანელები „სამეფო კლუბს“ 2-წლიან იჯარასა და გამოსყიდვის უფლებას სთავაზობენ, რისთვისაც მზად არიან, პირველ ეტაპზე 5-დან 8 მილიონ ევრომდე გადაიხადონ, გამოსასყიდი თანხა კი 32-35 მილიონი ევრო იქნება. სხვათა შორის, 2014 წელს, „იუვენტუსმა“ „რეალიდან“ ალვარო მორატა სწორედ ამ ტიპის გარიგებით შეიძინა.

სებალიოსი გუშინ ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონი გახდა. ტურნირი იტალიაში გაიმართა და მილანელებს ფეხბურთელთან პირადი დეტალების შეთანხმების კარგი შანსი აქვთ.

თავად 22 წლის ნახევარმცველს „რეალის“ დატოვება სურს, რადგან ზინედინ ზიდანთან არცთუ იდეალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. იგი „ბლანკოსმა“ 2017 წელს „ბეტისიდან“ 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები